ვინ არიან სოფელ შემოქმედის სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც საუკეთესო ქულები მიიღეს?

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის 5 კურსდამთავრებულმა საუკეთესო ქულები აიღო.

სალომე ჩიტაიშვილმა -54 ქულა;
გიორგი ჩხარტიშვილმა – 55 ქულა;
ანა ერქომაიშვილმა – 53 ქულა;
მეგი მგელაძემ – 52;
სოფო ურუშაძემ – 52 ქულა.

„კლასელები ვართ. ხუთივე ოქროს მედალოსნები. მე სწავლის გაგრძელება კავკასიის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის მიმართულებით მსურს”, – განუცხადა „ფორტუნას“ სალომე ჩიტაიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share