ზოგადად მრჩება შთაბეჭდილება რომ ანტივაქსერების გააქტიურება ხელოვნურად ხდება და ამაში დამნაშავე თავად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაა. მათ სჭირდებათ საკუთარი უსუსურობა საზოგადოების უპასუხისმგებლობას დააბრალოს. დღეს პოპულარულ უცხოურ ტელეარხებზე საუბარი დაიწყეს იმის შესახებ რომ ბუნებრივი იმუნიტეტის ჩანაცვლება ვაქცინებით დიდი შეცდომაა. პარალელურად განგაში ატყდა იაპონიაში სადაც ამერიკული მოდერნას ფლაკონებში გაურკვეველი ნივთიერები აღმოაჩინეს, რის გამოც მილიონ ნახევარზე მეტი ვაქცინა დაბლოკეს. ნორმალური ადამიანი, რომელიც მსგავს ინფორმაციებს ისმენს, უჩნდება ლოგიკური ეჭვი და უნდობლობა. საუბარი არ მაქვს იმ კატეგორიაზე ჩიპებს და მხეცის ნიშანს რომ ხედავენ. ნებისმიერი ძალადობა უკუ რეაქციას რომ იწვევს არც ესაა ჩემი აღმოჩენა. როდესაც ხელისუფლება გამოდის ინიციატივით შეზღუდვების წესით (უფლებების შეზღუდვაც ძალადობაა) იძულებული გახადოს პიროვნება, იმოქმედოს საკუთარი ნების წინააღმდეგ, ბუნებრივია ჩნდება პროტესტი. საფრანგეთში პროტესტანტთა არც თუ მცირე ნაწილი სწორედ ის ადამიანები არიან რომლებმაც მიიღეს ვაქცინა, მაგრამ წინააღმდეგი არიან ძალადობის, რისთვისაც სოლიდარობას უცხადებენ ანტივაქსერებს. მოკლედ ვისი ვიოლინო ვის როიალშია ღმერთმა იცის…. პოსტის ავტორი საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი.