გურიის სახალხო სასამართლოზე ადრეც დამიწერია, მაგრამ ჩემი ინტერესი ამ მხრივ გარკვეულ წილად პროფესიულ ხასიათასაც ატარებს და ვთვლი, რომ გურიის მოძრაობისა და იმ დროინდელი საზოგადოების განწყობა/დამოკიდებულება მართლმსაჯულების მიმართ იყო მწვევრვალი გურიის მოძრაობისა, რომლის მსგავსი საქართველოში არც მანამდე ყოფილა და არც ამის შემდეგ.
.
გურიის სახლხო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის წარმოება იწყებოდა სოფლების საზოგადოებებიდან მსაჯულების არჩევით, რომელთაც ევალებოდათ დამნაშავეების დადგენა, საქმის ძიება და მათი წარდგენა სასამართლოზე. მსაჯულების რეპუტაცია უნდა ყოფილიყო უნაკლო და მათ უნდა ჰქონოდათ საზოგადოების დიდი ნდობა, ამასთანავე სახალხო მსაჯულები ხშირად უნდა შეცვლილიყვნენ კორუფციის პრევენციიდან გამომდინარე.
.
გაზეთ ივერიის სტატიაში (სტატიის ავტორი ყ. ქარცივაძე – გაზეთი ივერია #172; 1905 წლის 24 სექტემბერი) რომელიც შეეხება ოზურგეთი ნატანების გზაზე დილიჟანსის გაძარცვის საქმე წერია: „ამოირჩიეს მსაჯულები ხუთას საზოგადოებისაგან, რომლებსაც დაევალა ამ საქმის ძიება: ქურდების აღმოჩენა და კრებაზე წარმოდგენა“.
.
ასევე ძალიან საინტერესოა ოჯახური დავების განხილვის წესები, რომელიც მოდავეებს ჯერ ავალდებულებდა მედიატორების მეშვებიბით მოერიგებიათ დავა, რა დროსაც მედიატორ მოსამართლეს თავად მოდავე მხარეები ირჩევდნენ, მათი შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი მედიტორ მოსამართლეებს ნიშნავდა საერთო კრება, ნიკო მარი წერს:
.
„საოჯახო საქმეებში, მაგალითად გაყრის დროს ძმები თვითონ უნდა მორიგდნენ მედიატორეებით, მედიატორეების გადაწყვეტილებაზე შეიძლება საჩივარი საზოგადოების კრებაზე.
.
ზოგიერთ შემთხვევაში თვით საზოგადოება ირჩევს მსაჯულებს ამა თუ იმ საქმის გადასაწყვეტად. საზოგადოებას შეუძლიან არჩეულ მსაჯულების გადაწყვეტილება უარჰყოს და თვითონ მის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას დაადგეს“.
.
რაც მთავარია შესაძლებელი იყო სახალხო სასამართლოს მსაჯულების გადაწყვეტილების გასაჩივრება, ამ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს როლს ასრულებდა საზოგადოებების სახალხო კრება. სამოქალაქო საქმეების განხილვა სრულიად უფასო გახლდათ, საქმის წარმოება ქაღალდზე არ ხდებოდა და საჯაროდ ცხადდებოდა ყველაფერი.
.
რაც მთავარია როგორც სისხლის ისე სამოქალაქო საქმეები განიხილებოდა ქართულ ენაზე და მართლმსაჯულების ენა გასაგები იყო ყველასათვის, ამასთანავე გურიის მოსახლეობის ინტერესი უზარმაზარი იყო სასამართლოების მიმართ და ყველა პროცესს უამრავი ადამიანი ესწრებოდა, როგორც წესი ხალხის დასწრების უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოები იმართებოდა კვირა დღეს.
.
საქმის რუსულ ენაზე წარმოება დიდი პრობლემა გახლდათ გურიაში, რადაგანაც ხეირიანი და კეთილსინდისიერი თარჯიმანის ნახვა შეუძლებელი იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით უნიკალურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი გურიაში, კერძოდ 1870-იან წლებში ოზურგეთში მოსამართლედ გერმანელი ვოლდემარ პფაფფი დაინიშნავთ, რომელიც მანამდე თბილისის ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი იყო. ეს კაცი ძალიან განათლებული, კეთილსინდისიერი და წესიერი ადამიანი ყოფილა, განათლება მიღებული ჰქონდა დეპტისა და ლაიპციგის უნივერსიტეტები, გახლდათ სამართლის დოქტორი და ძალიან კვალიფიციური ისტორიკოსი.
.
სუმბათოვ იუჟინის ცნობით – მისი დანიშვნიდან ორიოდ თვეში მოსამართლემ სასამართლოს დარაჯს უბრძანა სასამართლოში არსებული ყველა დოკუმეტი და კანონთა კრებულები სასამართლოდან გამოეტანა შენობის წინ დაეყარა, მას შემდეგ რაც დარაჯმა უკანასკნელი ფურცელი გამოიტანა სასამართლოს შენობიდან, მოსამართლემ თავისივე ხელით ცეცხლი წაუკიდა და დაწვა საბუთები.
.
ამ ფაქტმა ოზურგეთის მოსახლეობის უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია. პფაფფი თავის საქციელს სასამართლოში არსებული უსამართლობით ხსნიდა, იგი დაუყვნებლივ ჩამოაშორეს მოსამართლეობას, პასუხისგებაში მისცეს, შემდეგში კი გიჟად გამოაცხადეს. მოსამართლის განცხადებით მისი საქციელი გამოიწვია არასწორი თაგმანის შედეგად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა.
.
სასამართლოს სამართლწარმოებისას ითვალსიწინებდნენ ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე ითვალსიწინებდა დამნაშავის გამოსწორების შესაძლებლობასაც და მისგან მოსალოდნელ საქციელსაც. ასევე ბრალეული პირების მიმართ როგორც სამოქალაქო ისე სისხლის სამართლის საქმეებზე იყო მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების წესი.
.
საზოგადოება და ხალხი აქტიურად იყო ჩართული სამართლწარმოების პროცეში, ხალხი ირჩევდა დანაშაულის გამოძიებელს, საქმის გადამწყვეტ მოსამართლესა და აღმასრულებელს. გურიის მოძრაობა სწორედ ამ სასამართლოს გამო მოხდა იმ დროინდელი მსოფლიოს ყურადღების ცენტში. აღსანიშნავია ქუთაისის გუბერნატორი სტაროსელსკის წვლილი გურიაში მიმდინარე პროცესებში და იგი გურიის მოძრაობის ერთერთი მთავარ ფიგურად უნდა ჩაითვალოს.
.
ასევე პირველ ეტაპზე გურიაში მიმდინარე მოვლენებს ინტერესით აკვირდებოდა რუსეთის ხელისუფლებაც. ლუიჯი ვილარიო წერს, რომ კავკასიის მეფისნაცვალმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ გურულების სასამართლო მართლმსაჯულებას უფრო პატიოსნად და კარგად ახორციელებდა ვიდრე ამას რუსული სასამართლო აკეთებდა. ამასთანავე საქმის წამროება და აღსრულება ხორციელდებოდა ყოველგვარი ბიუროკრატიული გაჭიანურების გარეშე.
.
საინტერესოა სასჯელის ფორმები დამნაშავეების მიმართ, ძირითად შემთხვევებში სასამართლოს დადგენილებით დამნაშავეებს ედებოდათ ბორკილები, ისინი გადაეცემოდნენ იმ სოფლის საზოგადოებებს სადაც ცხოვრობდნენ, საზოგადოება ვალდებული იყო ბორკილდადებული პირისათვის მისივე საცხოვრებელ სახლიდან გამოსვლის საშუალება არ მიეცა სანამ მისი სასჯელის ვადა არ გავიდოდა. ამასთანავე საზოგადოება ვალდებული იყო ბორკილ დადებული პირი ჩამოეყვანა ოზურგეთში საზოგადოების ან/და სასამართლოს ყველა შეკრებაზე და ეჩვენებინა ხალხისათვის, რომ დანაკისრი სრულდებოდა. ამ ყველაფერთან ერთად დამნაშავე ვალდებული იყო აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი ან/და დაებრუნება ნაქურდალი და ნაძარცვი.
.
სიკვდლით დასჯა ერთეული შემთხვევები იყო და ისიც ყველაზე მძიმე დანაშაულის „ჩაჩუტობისათვის“ ანუ ჯაშუშობისათვის. იყო ე.წ. მორალური სასჯელებიც მაგალითად – მოღალატე ქალი გაშიშვლებული მხრებზე უნდა შეეჯინა მის საყვარელს და ისე მიეყვანა ქმრის სახლამდე.
.
გურიის სახალხო სასამართლოზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას იძლევა იძლევა გაზეთ ივერიას 1905 წლის 24 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ფაქტიურად სასამართლო სხდომის ოქმად შეიძლება ჩაითვალოს:
.
„იმ დროს როდესაც გურიის ხალხი ყოველ ღონეს ღონობს აღმოფხვრას ყოველივე ბოროტმოქმედება, აღიმაღლოს და ააყვავოს თავისი ზნეობრივი მხარე, გამოდიან ქურდ-ბაცაცები და თავიანთი სამარცხვინო ქმედებით ჩირქსა სცხებენ ხალხის წმინდა სახელს და აფერხებენ მის დიად მოძრაობას.
.
ამას წინათ აქ სამჯერ გაძარცვეს ოზურგეთიდან ნატანებში დილიჟანები და ფაიტონები. ამ გარემოებამ მეტად შეაშფოთა ხალხი და მან მიიღო მეტად ენერგიული ზომები ავაზაკების შესაპყრობად.
.
ამოირჩიეს მსაჯულები ხუთას საზოგადოებისაგან, რომლებსაც დაევალა ამ საქმის ძიება: ქურდების აღმოჩენა და კრებაზე წარმოდგენა. 14 სექტემბერს, დაინიშნა კრება, რომელზედაც თავი მოიყარა შემოქმედის, მაკვანეთის, ლიხაურის, ოზურგეთის და ახალსოფლის საზოგადოებებმა; ბევრი კიდევ სხვა სოფლებებიდან დაესწრო.
.
არჩეულმა კომისიებმა კრებას წარუდგინეს ხუთი კაცი, რომელთაც ავაზაკობა ჰბრალდებოდათ. კრებამ მათ წინადადება მისცა თავიანთი დანაშაული გულწრფელად ეღიარებინათ, რითას სასჯელი შეუმცირდებოდათ.
.
პირველი ავაზაკი: ,,პატივცემულო საზოგადოებავ! კერძო ინტერესებით, თუ სხვა მიზეზებით, მე დღეს აქ ვდგევარ თქვენს წინაშე როგორც ავაზაკი, მე გთხოვთ შეეკითხოთ ჩემს მეზობლებს მე თუ ცუდი კაცი ვარ, ან ოდესმე ბოროტ-მოქმედება ჩამიდენია… ეს არის ჩემი თხოვნა.
.
– მეორე ავაზაკი: ,,მხოლოდ ღემერთი არის ჩემს სიმართლეში და ჩემი თავიო,, – ამბობდა ის და თხოულობდა იმ ავაზაკებთან პირისპირ წაყენებას, რომლებმაც მას ხელი დაადეს, როგორც ავაზაკს. ,,მიშვნა დრო და ჩემმა მტერმა და ჩამაგდო განსაცდელში, მაგრამ არას ვერჩი, რადგანაც მემუქრებოდა და ვაჟკაცურად ამისრულა კიდეც,,.
.
მესამე ავაზაკი: ,,დანაშაული ვარ ამ საქმეში მეტი რა ვსთქვა?,,
.
მეოთხე ავაზაკი სდგას თავჩაქინდრული.
.
თავმჯდომარე ,,თქვენ ამათთან ერთად ბრალი გედებათ ავაზაკობაში, სცნობთ თავს დამნაშავედ თუ არა,, – ,,რასაკვირველია,,.
.
– მეხუთე აავზაკი მე თავს დამნაშავედ ,,ვსცნობ,,.
.
თავმჯდომარემ წაიკითხა თოთოეული ზემოაღნიშნული საზოგადოების ორგანიზაციის გადაწყვეტილება, სადაც უმთავრესად ითხოვენ იმ ორი პირის, რომლებიც არ გამოტყდნენ, სიკვდილით დასჯას, ხოლო სამისათვის ექვს-ექვსი თვით ბორკილს და ყოველ კრებებზე გამოყვანას. უმეტესობამ სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამოილაშქრა.
.
ყოველი უცხო მსმენელი განცვიფრებაში მოყავს გურულების ინტელიგენტურ ენას.
.
ყოველი მათ მიერ წარმოთქმული სიტყვა მკაფიო, ლოღიკური და შინაარსიანი; მათ მრავალსიტყვაობა არ უყვართ, რაც იმს ნიშნავს, რომ ისინი საქმეს გულწრფელად და გრძნობით ეკიდებიან. წარმოითქვა მრავალი მოსაზრება მსჯავრის დადების შესახებ. ხანგრძლივი კამათის შემდეგ მიიღეს შემდეგი განაჩენები: რადგანაც ორი ავაზაკი თავის დანაშაულში არ გამოტყდა და ამასთანავე აღმოჩნდა, რომ ისინი არიან მეთაურნი, ამიტომ მათ დაედვა ფეხებზე ბორკილი ერთის წლით. მესამე ამხანაგი გამოტყდა, მაგრამ ამხანაგები არ დაასახელა ამიტომ მას დაედვას ფეხებზე ბორკილი ექვსი თვით. რადგანაც მეოთხე და მეხუთე ავაზაკებმა გულწრფელად აღიარეს თავიანთი დანაშაული და ამასთანავე დაასახელეს თავიანთი ამხანაგებიც, ამიტომ მათ დაედვათ ფეხებზე ბორკილი სამ-სამი თვით. ყველა ავაზაკები უნდა სცხოვრობდნენ თავთავიანთ სოფლებში და არსად არ უნდა გაიქცნენ, რისთვისაც პასუხისმგებელნი იქნებიან სოფლები.
.
ამასთანავე ავაზაკები უნდა გამოიყვანონ ხოლმე თავის ბორკილებით ყველა კრებებზე. ყველა ის ზარალი, რაც მათ მგზავრებს მიაყენეს, გადახდეს მათ ოჯახებს. ავაზაკები ჩააბარეს თავთავიანთ სოფლებს ბორკილის დადებამდე. ამის შემდეგ ხალხი დაიშალა.“
.
ფოტოზე – ოზურგეთი სახალხო სასამართლო 1905 წელი – ლუიჯი ვილლარის წიგნიდან “ცეცხლი და მახვილი კავკასიაში” (Fire and Sword in the Caucasus).
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა