ჟურნალისტი ფრენკელი – გრიგოლ გურიელზე, ოსმან ფაშა თავდგირიძეზე და ჰუსეინ ბეგ ბეჟანიძეზე

1877-1878 რუსეთ თურქეთის ომის დროს თურქებმა ქობულეთისა და ბათუმის ქართველ მუსულმანებს თავი მოუყარა ბათუმში და იქედან გაყავდათ თურქეთის ტერიტორიაზე, ძირითადად ტრაპიზონში. ხსენებულ ფაქტს და იმ დროინდელ ბათუმში არსებულ სიტუაციას აღწერს ჟურნალისტი ფრენკელი, რომელიც ბათუმის ოკრუგის უფროსის გრიგოლ გურიელის კაბინეტში ესწრებოდა შეხვედრებს ქობულეთელ და ბათუმელ ბეგებთან. ფრენკელი წერს:
.
„ხალხი მოდის (გრიგოლ გურიელის კაბინეტში) დღითა და ღამით, ზოგი ფულად დახმარებას ითხოვს 5-დან 30 მანეთამდე, ან რაიმე კეთილ რჩევას იძლევა, ან მოაქვს რაღაც ნებართვა და ა.შ. ერთი სიტყვით არავინ გასულა თავად გ. დ. გურიელის ოთახიდან მატერიელური დახმარების ან მორალური მხარდაჭერის გარეშე.
.
ყველაზე მეტი ქობულეთის ხალხი მოდიოდა და სამშობლოში დაბრუნებაში დახმარებას თხოვდნენ, რადგანაც თურქებმა ბევრი მათგანი შერეკეს ბათუმში და ამზადებდნენ მათ მასიურად გადასახლებას თურქეთში, მაგრამ ქობულეთლებს უკვე აღარ სურდათ თურქეთში წასვლა. საჭირო გახდა არამარტო ამ ხალხის საჭიროების დაკმაყოფილება, არამედ ფულადი დახმარება საკვების შესაძენად რადგანაც ქობულეთლებს საკუთარი სურსათი უკვე დიდი ხანია გამოლეული ჰქონდათ და პურის ფულიც არ გააჩნდათ, რომ შიმშილი მოეკლათ.
.
ამასთანავე დადასტურდა შემთხვევები, რომელთა მიხედვითაც ცოლები და შვილები ძალადობით მიყავდათ თურქეთში და მათ ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ.
.
ჩემი ბათუმში ყოფნის პირველ დღეებში მე მოწმე ვიყავი ბათუმიდან ქობულეთლების კარჭაპებით სახლში გაგზავნისა, 40-60 კაცამდე ყოველდღიურად იგზავნებოდა, ხოლო როდესაც შეუძლებელი იყო კარჭაპების დაქირავება (რაშიც თავადი გურიელი საკუთარი ჯიბიდან იხდიდა ფულს) საბრალო ხალხი ძლიერ გულგატეხილი იყო. მაგრამ დიდი სიხარული იყო მათ თვალებში, როგორც კი სახლში დაბრუნების მათი რიგი დადგებოდა.“
.
ფრენკელი აღწერს გრიგოლ გურიელის და ოსმან ფაშა თავდგირიძის შეხვედრას:
„ჩვენი საუბრის დროს თავად გურიელის ოთახში შემოვიდა ევროპულ პალტოში გამოწყობილი მამაკაცი, რომელსაც თავზე ფესკა ეხურა და მხარზე ხმალი ჰქონდა გადაკიდული. ეს იყო უკვე ასაკში შესული გამხდარი ადამიანი, ჩაცვენილი თვალებით. ფიზიონომია ჩვეულებრივი ჰქონდა მაგრამ, მოძრაობა და შემოხედვა მბრძანებლური.
.
მისი გამოჩენისთანავე იქვე მყოფი ყველა ქობულეთელი ფეხზე წამოდგა. თავადმა გურიელმა დაჯდომა სთხოვა და შემდეგში რეკომენდაცია გამიწია და წარმადგინა. ეს იყო სახელგანთქმული ოსმან ფაშა თავდგირიძე, აჭარელი ფეოდალების ერთერთი შთამომავალი. მან ოთახშ ასევე შემოიყვანა თავისი ვაჟიშვილი ლამაზი ბავშვი. იგი წარუდგა თუ არა თავად მირსსკის, განაცხადა, რომ ის ტოვებდა ბათუმის სამფლობელოს და მიდიოდა ტრაპიზონში, სადაც იმყოფება მისი ოჯახი, მაგრამ თავის შვილს უტოვებდა რუსეთის მთავრობას. ეს საკმაოდ გასაგები ფოკუსი იყო: ოსმან ფაშას რჩებოდა საკმაოდ ვრცელი მამულები ბათუმსა და სხვა ადგილებში, თავად კი რუსეთის ცუდი მსახური იქნებოდა. ის იყო იმ პარტიის ხელმძღვანელი რომელიც წინააღმდეგობას უწევდა ბათუმის რუსეთთან შემორთებას. ბოლო დროს კი იყო ბათუმის გიბერნატორი (მუტესარიფი).
.
მე ფანჯარასთან ვიდექი და ვცდილობდი რაღაც ჩანაწერების გაკეთებას ჩემს წიგნაკში და ვხედავდი ფაშის ირიბ გამოხედვას, რომლითაც ის აკვირდებოდა ჩემს ამ საქმიანობას.“
.
ბეჟანიძეებთან შეხვედრა:
„კაბინეტში შემოვიდა რამდნიმე ადამიანი, როგორც მათი ტანსაცმელიდან და მანერებიდან ჩანდა სულყველანი საპატიო პირები იყვნენ, ესენი იყვნენ ბეგები ბეჟანიძეების საგვარეულოდან. თავადმა გამაცნო ისინი. მათგან ყველაზე უფრო ცნობილი ბეგი იყო ჰუსეინ ბეგ ბეჟანიძე (თურქულად ბეჟან-ოღლი).
.
რამდენადაც ამის საშუალება მომეცა შევეცადე დაწვრილებით გამომეკითხა მათი მხარის შესახებ. ჰუსეინ-ბეგის და მასთან ერთად ჩურუკ-სუდან მოსული სხვა საპატიო პირების ნათქვამის მიხედვით, რაც შემდეგში ჩემს მიერ გადამოწმებული იქნა, ამ ქვეყნის წარმოება ძალიან ღარიბია. მოსახლეობა ძირთადად თესავს სიმინდს, რომლის თავთავი ზოგიერთ ადგილზე (მე ეს თავად ვნახე ჩაქვის ოკრუგში) აღწევს უზარმაზარ ზომას 4 დან 5 არშინამდე სიმაღლეს!
.
ამის გარდა თესავენ ხორბალს, ქერს, მაისს, ჩალტიკს ანუ ბრინჯს. ზოგადად ხმელეთის ზოლი ჭოროხის შესართავიდან ჩოლოქამდე (ჩვენი ძველი საზღვარი), ითვლება ერთ ერთ ყველაზე უფრო მოსავლიანად მთელ ბათუმის ოლქში.“
.
А. Френкель – Очерки Чурук-су и Батума (1879 г.)
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share