სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უფლება-მოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. როგორც ცნობილი ხდება, ხელისუფლება ახალი სახალხო დამცველის პოსტზე ნიკო თათუაშვილს ამზადებს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის კადრად მოიაზრება. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა და წერს:
”ერთადერთ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელსაც ვერ მიწვდა თავისი ბინძური ხელებით ბიძინა ივანიშვილი, არის ომბუდსმენის ინსტიტუტი და ეს დიდწილად თავად ნინო ლომჯარიას დამსახურებაა.
ახლა გადაწყვიტა რუსმა ოლიგარქმა, ეს ბოლო თავისუფლების კუნძულიც ჩაძიროს და ეს ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტიც მის უკანა ეზოდ აქციოს,როგორც სხვა დანარჩენები. საპ.ოპოზიციის არამართულ,პროდასავლურ ფრთას, აქვს ორი ამოცანა ამ პარლამენტში ყოფნის:
1.საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა,რომელიც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს და
2.ობიექტური,მიუკერძოებელი ომბუდსმენის არჩევა მომდევნო ხუთი წლით.
პირველი საკითხი ოცნებამ თაროზე შემოდო გაურკვეველი ვადით და მეორე(ომბუდსმენის არჩევა)მისი კანდიდატურა უკვე შეურჩევია – ღარიბაშვილის ყმა.
ჰოდა,თუ ერთსაც და მეორე საკითხსაც ხელების გადაგრეხვის პრინციპით ოცნება წაიღებს, მაშინ მართლა ვერ ვხედავ ამ პარლამენტში ყოფნის აზრს!” – წერს აკურავა.