უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 4 აგვისტომდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 41 500;
- ტანკი – 1 789;
- ჯავშანტექნიკა – 4 026;
- საარტილერიო სისტემა – 946;
- სარაკეტო სისტემა – 260;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 118;
- თვითმფრინავები – 223;
- ვერტმფრენი – 191;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 742;
- საკრუიზო რაკეტები – 182;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 960;
- გემი/ნავი/კატარღა – 15;
- სპეციალური აღჭურვილობა – 83.
აღსანიშნავია, რომ კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1,351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.