ნავთობი იაფდება – რა ღირს საწვავი საქართველოში

კვირის დასაწყისიდან მოყოლებული მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ისევ იაფდება. შემცირდა ფასები როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე.

თბილისის დროით 10:00 საათისთვის Brent-ის ტიპის საწვავი ბარელზე 96,64 დოლარი ღირს. ამერიკული ნედლი ნავთობის WTI-ის ფასი და ამ დროისთვის 90,71 დოლარს შეადგენს ბარელზე.

ფასების კლების ერთ-ერთი მიზეზი ოპეკ+ის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც სექტემბრიდან წევრი ქვეყნები ნავთობის წარმოებას მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდიან.

რაც შეეხება საქართველოს, ავტოგასამართ სადგურებზე ფასის მნიშვნელოვანი შემცირება არ შეიმჩნევა, გარკვეული კატეგორიის საწვავის ფასი კვლავ 4 ლარზე მეტია.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, თუ რა ფასი დაგხვდებათ სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე:

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 4 ლარია; „რეგულარი“ – 3.75; სუპერი – 4.25; ევრო-დიზელი კი 4.65 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 4.60 ლარია.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი „დიზელენერჯის“ ფასი – 4.63 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 4.74 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 4.19 და 3.75 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 4.28 ლარი შეადგინა.

„გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 3.99 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 3.79 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 3.59; ხოლო „სუპერის“ ფასი 4.29 ლარია. რაც შეეხება ევროდიზელსა და G-Force ევრო დიზელს, მათი ფასი 4.47 და 4.57 ლარია.

დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ – 4 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ – 3.75 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი – 4.62 ლარი ღირს, „სუპერი ecto-ს“ ტიპის საწვავის კი – 4.25 ლარია.

რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევროდიზელის“ ფასი – 4.67 ლარია; 1 ლიტრი „ევროდიზელი” – 4.60 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ – 4.19 ლარი; „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავი – 3.80 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 4.29 ლარი ღირს.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share