„ვერ ვიქნები ქსენოფობი იმიტომ რომ არაქართველი მეუღლე მყავს“ – თენგო გოგოტიშვილის პასუხი ირაკლი კობახიძეს

“მე, ვახო სანაიამ და მიშა მშვილდაძემ რამდენიც არ უნდა ვიხტუნაოთ, ვირბინოთ და ვიყვიროთ, ეს ქვეყანა ომს ვერ დაიწყებს”, – ასე პასუხობს “მთავარი არხის” ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრალდებებს. მისივე თქმით, “ოცნებას” ახლა განტევების ვაცები ჰყავს მოსაძებნი, რომ გაამართლოს საკუთარი უერთადგილობა”

„ძალიან კარგად მესმის, რომ “ქართულ ოცნებას” ეხლა უბრალოდ განტევების ვაცები ჰყავს, დამნაშავეები ჰყავს მოსაძებნი იმისთვის, რომ გაამართლოს საკუთარი ზრდილობიანად რომ ვთქვათ, უერთადგილობა. ის რომ კატეგორიულ უარს აცხადებს რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე, რუსეთს ჩვენთან დაწესებული აქვს სავიზო რეჟიმი და ვერავინ ვერ დაადანაშაულებს რომ ეს არაადეკვატური და არასარკისებური პასუხი იქნება. უცნაურია იმ ადამიანების შერჩევა, ვისაც უნდა დააბრალოს ომის დაწყება.

მე, ვახო სანაიამ და მიშა მშვილდაძემ რამდენიც არ უნდა ვიხტუნაოთ, რამდენიც არ უნდა ვირბინოთ და ვიყვიროთ, ეს ქვეყანა ომს ვერ დაიწყებს. მარტივი გასაგებია. უცნაურია ქსენოფობიის დაბრალება თუნდაც ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელსაც არაქართველი მეუღლე ჰყავს. ფიზიკურად ვერ ვიქნები მე ქსენოფობი იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არაქართველი მეუღლე მყავს, – ამბობს თენგო გოგოტიშვილი.ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ თენგო გოგოტიშვილი უკვე მეორედ ახსენა. ამჯერად მას ბრალი ქსენოფობიაში დასდო, თუმცა ამის არგუმენტები “ოცნების” თავმჯდომარეს არ მოუყვანია

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share