კიევში ბოლო 8 დღის განმავლობაში 390 ბავშვი დაიბადა – ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკოს ავრცელებს.
„ქალაქის საავადმყოფოები უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ნივთით. ისინი მუშაობენ. ექიმები მზადყოფნაში არიან. მუშაობენ დედაქალაქის სამშობიაროებიც და ბოლო 8 დღის განმავლობაში კიევში 390 ბავშვი დაიბადა: 199 ბიჭი და 191 გოგონა. “ – განაცხადა კლიჩკომ.
ამასთან, მერმა დასძინა, რომ კიევის ზოოპარკში ლემური დაიბადა, რომელსაც ბაირაქტარი დაარქვეს.