„აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს პუტინის ლიკვიდირება ისე შეუძლიათ, როგორც ალ-ქაიდას ლიდერს“ – უკრაინელი გენერალი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გენერლის, ვიქტორ იაგუნის თქმით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურს,  ვლადიმერ პუტინის ლიკვიდაცია ისევე შუძლია, როგორც ალ-ქაიდას ლიდერის აიმან ალ-ზავაჰირის.

“თეორიულად, ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს შეუძლიათ ისე გაუმკლავდნენ პუტინს, როგორც ალ-ქაიდას ლიდერს, აიმან ალ-ზავაჰირს. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პორტატული საჰაერო თავდაცვა იცავს პუტინს. სარადარო სისტემას შეუძლია ამ ტერორისტის ლიკვიდაციის თავიდან აცილება“, – განაცხადა იაგუნმა.
მისი თქმით, ალ-ზავაჰირის ლიკვიდაციის ოპერაცია აშშ-ის დაზვერვის უსაზღვრო შესაძლებლობებს ადასტურებს.

“აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი აედევნენ ალ-ზავაჰირის ქაბულში მრავალი დღის განმავლობაში, შეისწავლეს მისი განრიგი და იცოდნენ მისი ჩვევები. მათ, ასევე, გამოიყენეს რაკეტები, რომლებიც არ იყო აღჭურვილი ასაფეთქებელი ნივთიერებებით, მაგრამ აღჭურვილი იყო სპეციალური დანებით, რომელიც ტერორისტის ლიკვიდაციისთვის იყო განკუთვნილი. ეს არის უნიკალური სპეცოპერაცია, რომელიც ერთ დღეზე მეტხანს გაგრძელდა, ადასტურებს, რომ ამერიკული სადაზვერვო სამსახურების შესაძლებლობები პრაქტიკულად უსაზღვროა”,  – ამბობს  გენერალიშეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაცია “ალ ქაიდას” ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლა. ალ ზავაჰირი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლეს.

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share