აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მრჩეველი ფიონა ჰილი ამბობს, რომ დასავლეთს რუსეთთან მიმართებაში არაერთი შეცდომა აქვს დაშვებული, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ჰილის თქმით, საბოლოო ჯამში, ამ შეცდომებმა გამოიწვია 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრა
“ვფიქრობ, ბევრი შეცდომა დავუშვით საქართველოსთან მიმართებაში იმიტომ, რომ შეფასების დიდი ნაწილი იყო, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის გამო ხდებოდა, – და იგი ყველას აღიზიანებდა… იყო შეგრძნება, რომ ეს რაღაც პირადი [დაპირისპირება] იყო, – მიუხედავად იმისა, რომ ცხადი იყო, რომ ეს ასე არ ყოფილა და უფრო ფართო საკითხი იყო“. ამბობს ფიონა ჰილი, რომელიც 2006-09 წლებში იყო შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში
ინტერვიუ მან 19 აპრილს, ანალიტიკურ გადაცემა Unlocked-ს მისცა.
[თარგმანი- “ნეტგაზეთი”]