“ჩვენ ვართ არა ომის…არამედ საქართველოს დაცვისა და გადარჩენის პარტია”-მიხეილ სააკაშვილი

“მთელ რეგიონსა და მსოფლიოს წინ ძალიან დიდი ცვლილებები ელის. უკრაინა და მსოფლიო ამ ომში იმარჯვებენ და საქართველოს საუკუნოვან მტერს ამარცხებენ. ამიტომ არ უნდა დავკომპლექსდეთ. გვეუბნებიან, რომ ომის პარტია ვართ. ჩვენ კი არა ომის, არამედ საქართველოს დაცვისა და გადარჩენის პარტია ვართ. ახლა ხომ მაინც ხვდებით, 2008 წელს თბილისი და საქართველოს სხვა რეგიონები რას გადავარჩინეთ. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ისევ იმას ვითხოვთ, რაც არ გვეკუთვნის. ჩვენ გვეკუთვნის და თქვენ გეკუთვნით ეს ქვეყანა. საქმე იმაშია, რომ საქართველოსთვის მზადდებოდა და მზადდება ძალიან დიდი საფრთხე. ზუსტად ისე, როგორც უკრაინაში გაიხსნა პრორუსული ორგანიზაციების ასობით ოფისი, მაგრამ ზელენსკიმ დროულად დახურა. ზუსტად ასევე გაიხსნა საქართველოშიც. ეს ოფისები იმიტომ გახსნეს ომის წინ, რომ როგორც კი უკრაინას მოამთავრებდნენ, აქ შემოჭრილიყვნენ. დღეს ამ მზაკვრულ გეგმას გზაზე სწორედ უკრაინა გადაეღობა”.

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share