Netflix-ზე რეზო გაბრიაძის ანიმაცია დაიდო

Netflix-ზე ლეგენდარული ქართველი სცენარისტის, რეჟისორის, დრამატურგისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის ფილმი “იცი დედა სად ვიყავი?” დაიდო.

ანიმაციური ფილმის სცენარის ავტორი და მხატვარი თავად გაბრიაძეა, რეჟისორი ლევან გაბრიაძე, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერი ცნობილი რუსული ბლოკბასტერის, “ღამის გუშაგის” რეჟისორი ტიმურ ბეკმამბეტოვია. ნამუშევარი ამერიკის კინოგაქირავებაში “Rezo“-ს სახელით ჩაეშვა.

 

მულტფილმი რუსეთის სახელით ოსკარის შორტ ლისტშიც მოხვდა, თუმცა საბოლოო ხუთეულში ადგილი ვერ დაიკავა.

სურათის მოქმედება ომისშემდგომ ქუთაისში ვითარდება, მთავარი გმირი კი თავად რეზო გაბრიაძეა – 9 წლის არნახული ფანტაზიის მქონე ბავშვი, რომელიც მაყურებელს იმ პერიოდის ყოფას დეტალურად აცნობს. ბიოგრაფიული ფილმი ავტორისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქიდა და კომედიური ელემენტებით არის გაფორმებული.

წყარო: http://filmmaker.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share