რა არის ცნობილი ყირიმში მდებარე ბაზის შესახებ, სადაც აფეთქებები ისმოდა

უკრაინული მედია ანექსირებულ ყირიმში მდებარე იმ აეროდრომის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის ტერიტორიაზეც დღეს აფეთქებები ისმოდა. 2014 წლამდე აეროდრომი უკრაინის საზღვაო ძალების ბაზა იყო. ნახევარკუნძულის აღების შემდეგ კი იქ რუსეთის საჰაერო ძალების 43-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკია ბაზირებული, რომელი ძირითადად Su-30 SM, Su-33 და Su-24M ბომბდამშენებისგან შედგება. სწორედ ამ აეროდრომიდან ბომბავდა და მიჰქონდა იერიში ოკუპანტ რუსეთს უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე.

გარდა ამისა, უკრაინულ მედიაში ქვეყნდება Planet Labs-ის სურათები, რომელიც დათარიღებულია 9 აგვისტოთი, კიევის დროით 11:10 საათზე, ანუ აფეთქებებამდე დაახლოებით 4 საათით ადრე. ფოტოებზე ჩანს აეროდრომზე განლაგებული საწყობებს და სამხედრო თვითმფრინავები.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედოროვკაში, რუსეთის სამხედრო ავიაციის აეროდრომის ტერიტორიაზე დღეს აფეთქებები იყო. ოკუპანტი ქვეყანა ამტკიცებს, რომ უკრაინის მხრიდან თავდასხმას ადგილი არ ჰქონია და რომ მხოლოდ რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალა აფეთქდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share