„მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება პატიმრობიდან, სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში“

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი პოლიტიკურ ანალიზს აკეთებს.

„თითო სტატიის დაწერა შემიძლია თითო თეზისზე არგუმენტებით და ფაქტებით, მაგრამ რახან მეზარება, მოკლედ ვიტყვი:

 1. მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება პატიმრობიდან, სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში, იმისდა მიუხედავად, თუ რა პირობას დადებს იგი ციხიდან გამოსვლის სანაცვლოდ.

2. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს ვერც უკრაინაში და ვერც საქართველოში, იმისდა მიუხედავად თუ როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება.

3. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ყველა ვარიანტში მივიღებთ მაქსიმუმ 2024-ის არჩევნების შემდეგ, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში.

4. საქართველოში არანაირი რევოლუცია და ხელისუფლების დამხობა არ იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, იმისდა მიუხედავად, თუ როგორ წარიმართება საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში.

5. ბიძინა ივანიშვილს არანაირ სანქციებს არ დაადებენ 2024 წლის არჩევნებამდე, იმისდა მიუხედავად, თუ რანაირად განასიტყვებენ მის აზრებს ირაკლი კობახიძე, დიმიტრი ხუნდაძე თუ ზაზა შათირიშვილი.

6. ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა აუცილებლად დასრულდება 2024 წლის არჩევნების შემდეგ, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ რას გააკეთებს მანამდე ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში.

7. და ეს ყველაფერი მოხდება, იმისდა მიუხედავად, რომ ოპოზიციურად განწყობილი ქართული საზოგადოების უმრავლესობა პირველზე ყოყმანობს, მეორეზე შიშობს, მესამეზე ხელი აქვს ჩაქნეული, მეოთხეზე და მეხუთეზე იმედოვნებს რომ პირიქით იქნება და მეექვსე ვერ დაუჯერებია.

P. S. 2024 წლის ბოლოს უნდა ამოვწიო ეს სტატუსი“, – წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share