COVID-19 ვაქცინის 1 000 000 დოზა საქართველოშია.
ქვეყანაში ჩინური ვაქცინა “სინოფარმი” და “სინოვაკი” შემოვიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია Metro Logistics ავრცელებს, რომელმაც ჩინეთიდან საქართველომდე ტვირთის ტრანსპორტირებისთვის ყველა საბაჟო პროცედურა და სრული ლოგისტიკური პროცესი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაკვეთით, უზრუნველყო.