“რა გავიგეთ ყაველაშვილების წერილიდან ანუ რისი სჯერა ივანიშვილს ან რა უნდა რომ დააჯეროს თავისი მხარდამჭერების გამოთაყვანებულ ნაწილს
– ‘რადიკალური’ ოპოზიციის დღის წესრიგის უკან დგას ამერიკა
– ამერიკას უნდა საქართველოში სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება
– ამერიკას უნდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება
– ამერიკას უნდა საქართველოში რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნა
– ამერიკა ახდენს ქართველ მოსამართლეებზე პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას
– ამერიკამ შეკრიბა ბაკურიანში ოპოზიცია და მიაწოდა ხელისუფლების შეცვლის გეგმა
– ამერიკა დგას მთვრობის გადადგომის მოთხოვნის უკან
– ამერიკა დგას მტავრობის დისკრედიტაციის მცდელობების უკან
– ამერიკა დგას არაფორმალური მმართველობის დაუსაბუთებელი ბრალდებების უკან
– ამერიკა დგას ე.წ. ‘ომის რიტორიკის’ უკან
– ამერიკა აპირებს გააგრძელოს პოლარიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა
– ამერიკა კოორდინაციას უწევს ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხელისუფლების შეცვლის მცდელობებს
– ამერიკა აპირებს გააგრძელოს ‘რადიკალური’ ოპოზიციის რადიკალური, ხელისუფლების ცვლილებისკენ მიმართული ქმედებების კოორდინაცია
– ამერიკა გაურბის კრიტიკულ მედებსა და კრიტიკულ კითხვებს
– ამერიკას ცუდი პოლიტიკური გემოვნება აქვს როდესაც საქმე ეხება ქართულ მედიას
– ამერიკა ბლოკავდა და ბლოკავს ივანიშვილის ადვოკატების მიერ შვეიცარიაში სტატიების გამოქვეყნების მცდელობებს
– ამერიკა იდგა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში არსებული მედიამონოპოლიის უკან
– დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების ამერიკული სტანდარტი გამოირჩევა დაბალი ხარისხით
– ამერიკა არ აპირებს ჩადენილ ცოდვებზე გაჩერებას და მომავალში ახალი ენერგიით აპირებს საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევის მიტანა
– ამერიკამ სამი წლის წინ დაიწყო საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვს მომზადება, რათა ისეთი ხალხი მოეყვანა ხელისუფლებაში, რომლებიც რუსეთთან ომში ჩართავდნენ საქართველოს
– ზუსტად იგივდე დროს, სამი წლის წინ დაიწყო ამერიკამ უკრაინის ინტენსიური შეიარაღება და ომისთვის მომზადება
– ამერიკას იმიტომ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა რომ ორმაგად დააზიანოს რუსეთის საერთაშორისო იმიჯი
– ამერიკა უმალავს საქართველოს მოსახლეობას რეალურ მიზნებს, რადგან ხალხის ძალის ეშინია
– ამერიკა სამი წელია ცდილობს საქართველოში ხელისუფლებაში მოიყვანოს უსამშობლო და პატრიოტიზმისგან დაცლილი ადამიანები
– 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ამერიკა ცდილობდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოყვანას
– ამერიკის რევოლუციური სცენარი ამოქმედდა ჯერ კიდევ სამი წლის წინ
– ამერიკამ გადაუგრიხა ოცნებას ხელი და აიძულა უგულავა/ოკრუაშვილი ციხიდან გამეოშვათ
– ამერიკამ აიძულა ოცნება შეეცვალა საარჩევნო სისტემა ისე რომ გაზრდილიყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი
– ამერიკა იტყუებოდა როდესაც თითქოს ცდილობდა ოპოზიციური პარტიები დაეყოლიებინა ბოიკოტის შეწყვეტაზე და პარლამენტში შესვლაზე
– ნათელაშვილის ე.წ. ‘ფანჩატური’ ამერიკამ შექმნა რევოლუციური სცენარის აღსასრულებლად
– ამერიკამ წინასწარ დაგეგმა ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება
– ამერიკამ გააფორმა კრიზისად ოპოზიციის პარლამენტში არ შესვლა, თორემ არანაირი კრიზისი არ არსებობდა
– ამერიკამ იძულებით თავს მოახვია ოცნებას მოლაპარაკებები და 19 აპრილის შეთანხმება
– ამერიკამ 19 აპრილის შეთანხმებით ქართული სახელმწიფო გაიყვანა კონსტიტუციური ცარჩოებიდან
– ამერიკა უდეირად მოეპყრო საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს
– გახარიას მხრიდან ჯერ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნა, ხოლო შემდეგ მისი მხრიდან უარის თქმა მელიას დაკავებაზე, ამერიკის წინასწარ გაწერილი გეგმა იყო
– ამერიკას უნდოდა ხალხში ხელისუფლების აღქმა დაკარგულიყო, რასაც შეუქცევადი რევოლუციური პროცესი უნდა გამოეწვია
– ამერიკამ ოცნებას იძულებით გაათავისუფლებინა მელია და რურუა, რათა სერიოზული რეპუტაციული ზიანი მიეყენებინა ხელისუფლებისთვის
– ამერიკა თვეების განმავლობაში ითხოვდა ოცნებისგან რიგგარეშე არცევნებზე რფერენდუმის გამართვას, რომ მერე რიგგარეშე საპარალმენტო არჩევნები ჩატარებულიყო
– ამერიკამ მოაწყო 5 ივლისის პროვოკაცია, რომ წინასაარჩევნოდ ოცნებისთვის ზიანი მიეყენებინა
– ამერიკელებმა ათქმევინეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ სააკაშვილი იმყოფებოდა უკრაინაში როცა ის უკვე საქართველოში იყო შემოსული
– სააკაშვილის ჩუმად ცამოსვლა და აქ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა ამერიკის მხრიდან იყო კოორდინირებული
– უკრაინა, მოლდოვა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ფორსირების პროცესი ამერიკელებმა მოიგონეს საქართველოსთვის, რადგან როცა საქართველოს სტატუსს არ მისცემდნენ, ამერიკის გათვლით, ეს საზოგადოებაში მღელვარებას და ბაკურიანში შემუშავებული რევოლუციური სცენარის აგორებას გამოიწვევდა
– არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მთავრობის გადადგომის მოთხოვნის უკან ამერიკა იდგა
– ამერიკამ გადაიბირა სალომე ზურაბიშვილი იმით რომ მისი ორივე შვილის ნახტომისებური სამსახურებრივი დაწინაურება მუზრუნველჰყო
– ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან პარლამენტში ოცნების მიერ შექმნილ კომისიებში (ევროკავშირის 12 პუნქტზე) მუშაობაზე უარის თქმასა და პარალელური პროცესის წამოწყების უკან ამერიკა დგას
– უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან ომისკენ მიმართული მოწოდებების უკან ამერიკა დგას
– რუსი ტურისტების წინააღმდეგ აგორებული ‘შოვინისტური კამოანიის’ უკან ამერიკა დგას
– ამერიკა აშანტაჟებს ივანიშვილს შევიცარიული ბანკის საშუალებით
– პარტიების და ენჯეოების მრიდან ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების უკან ამერიკა დგას
– ამერიკა ნერვიულობს რომ ივანიშვილი არ იყენებს თავის გავლენებს ქართულ პოლიტიკაში
– ამერიკას უნდა რომ ივანიშვილმა გამოიყენოს თავისი გავლენები და ომში ჩართოს საქართველო
– ამერიკამ მონათლა ივანიშვილი ოლიგარქად და სხვადასხვა მხრიდან სანქციებითან ემუქრება
– ამერიკა ერთდროულად უტევს ივანიშვილსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს
– ამერიკა სპეციალურად ითხოვს ცესკოს თავმჯდომარის, გენერალური პროკურორის, მოსამართლეების არჩევის წესის ცვლილებას და საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას, რომ ქვეყნის მართვა შეუძლებელი გახდეს
– ამერიკას უნდა საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგში წყლის ამღვრევა და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა
ამოვკრიფე, არ დამეზარა
ვეცადე სიტყვებიც კი არ შემეცვალა
სჯერა ამ ყველაფრის თუ ხალხს ა&ლევებს, აქვს მაგას მნიშვნელობა?
გიჟია თუ გაქნილი გარეწარი – ღირს ამაზე მარჩიელობა?
ეს ადამიანი არის დღეს ხელისუფლება
ჰოდა, რატომ უნდა გააგრძელოს ამერიკამ ჩვენი დეოკუპაციის პოლიტიკის მხარდაჭერა რომელიმე საერთაშორისო ფორმატში?
რატომ უნდა გააგრძელოს აქ მილიარდების ხარჯვა ლიბერალური დემოკრატიის განვითარებისთვის?
რატომ უნდა დაგვიჭიროს მხარი ნატოში გაწევრიანების გზაზე?
რატომ უნდა დაგვეხმაროს საერთოდ რამეში?
რითი განვსხვავდებით ავღანეთისგან? იქ ცოტა დახარჯეს? ცოტა დრო და რესურსი დაუთმეს?
ტრაკს თუ არ გავანძრევთ და ამ რუსულ თალიბანს არ გავუშვებთ დროზე, იგივე გველის რაც ავღანეთს” –
წერს გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე “ოცნებიდან” გამოყოფილი ოთხეულის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც ისინი აშშ-ს საელჩოს, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ.