საქართველოში ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე, რომელსაც მისივე თქმით “საქართველოში ყველაზე ლამაზი ქალის” პრეტენზიაც აქვს, სოციალურ ქსელში წერს, რომ “ქალი რაც უფრო მეტჯერ გათხოვილია, მით უფრო მეტი გამოცდილება აქვს და უფრო კარგი ცოლია”:
“ქალი რაც უფრო მეტჯერ არის გათხოვილი, მით მეტი გამოცდილება აქვს და კარგი ცოლია, ხადავოი ტავარნი, ვინც არ მეთანხმებით წამშალეთ”-წერს კესარია აბრამიძე.
კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში საკმაოდ იუმორნარევი პოსტებით გამოირჩევა, რომელიც ყოველთვის მისი “საფირმო” ფრაზით სრულდება – “წამშალეთ”.
მაგალითად:”ვისაც ჩემს პატიოსნებაში ეჭვი ეპარება წამშალეთ!”, “ვინც თვლის რომ ჩემზე ლამაზია, წამშალეთ”, “საბითუმო ნაშებმა წამშალეთ !, “ვინც ცოლთან სე*სის დროს ჩემზე ფიქრობთ წამშალეთ!”, მგონი ზედმეტად კარგი ვარ, ვინც არ მეთანხმებით წამშალეთ”, “ვისაც ის ქალი პლეხანოვზე მე გეგონეთ წამშალეთ” და ა.შ.
ახლახან ვიდეო დადოს, რომელსაც ასეთი მინაწერი გაუკეთა: “ვისაც ჩემს ქალიშვილობაში ეჭვი ეპარება წამშალეთ!”
შეგახსენებთ კესარია აბრამიძე (წარსულში ბესო აბრამიძე) დაიბადა 1987 წლის 18 აგვისტოს— პირველი ქართველია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ტრანსსექსუალია. ხშირად იწვევენ სხვადასხვა შოუებში. პირველად გადაიღეს სერიალში „ფსიქოპატთა თამაშები“. 2018 წელს კესარია აბრამიძემ მის ტრანს მსოფლიოს სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობას და საქართველო წარადგინა. 2015 წელს იგი საცვლების რეკლამაში გადაიღეს. სანამ კესარია საბოლოოდ ქალი გახდებოდა, მანამდე (დაახლოებით 15 წლის წინ)მკერდის ოპერაცია გაიკეთა, ხოლო სასქესო ორგანოსი – 5 წლის წინ და პასპორტშიც „ქალი“ უწერია. საზღვარგარეთ გენეტიკური მასალა გაყინვა გააკეთა, რისი საშუალებითაც მას შეუძლია ბიოლოგიური შვილი ჰყავდეს.
კესარია აბრამიძე რამდენიმე წლის წინ დაშორდა შეყვარებულს, რომელმაც სახლი აჩუქა და რომელთანაც სამი წელი იცხოვრა. მისი თქმით, დაშორების მიზეზი ის გახდა, რომ „ერთმანეთი ამოწურეს“. დღეს კესარია ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარ სახლში ცხოვრობს და ამბობს, რომ თავისუფალი და ბედნიერია.