ბავშვის მოვლის წესები დროსთან ერთად იცვლება, იხვეწება და უფრო სრულყოფილი ხდება. ამის გამო ძველად გავრცელებული მეთოდები ხშირად უსარგებლოდ და ზოგჯერ საზიანოც კია. გავრცელებულ და ძველ მეთოდებს შორის, რომლებსაც ექიმები აღარ გვირჩევენ, არის:
მუცელზე ძილი
სანამ ბავშვი არ ისწავლის მუცლიდან ზურგზე დამოუკიდებლად გადატრიალებას, ანუ საშუალოდ 4-5 თვემდე, მუცელზე არ უნდა დააძინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი შეიძლება გაიგუდოს.
იოდის გამოყენება
ნუ დაუმუშავებთ ჭრილობებს ბავშვს იოდით. იოდმა და სხვა სპირტის შემცველმა პროდუქტებმა შეიძლება დამწვრობა გამოიწვიონ. გარდა ამისა, როცა ანტისეპტიკი ასე მკვეთრი შეფერილობისაა, ძნელია ჭრილობის მდგომარეობის კონტროლი, შეიძლება ინფექციის ნიშნებიც კი გამოგეპაროთ.
სინათლე საძინებელში
საძინებელში მთელი ღამით ჩართული სანათი არ არის კარგი ბავშვისთვის. ზრდის ჰორმონი სიბნელეში გამოიყოფა. როგორც კი ბავშვი დაიძინებს, სინათლე უნდა ჩააქროთ.
ფაფა ძილის წინ
არ მისცეთ ბავშვს ფაფა ან დამტკბარი წყვენი ღამის კვების დროს. მხოლოდ დედის რძე ან ადაპტური რძის ფორმულა არის შესაფერისი ღამის კვებისათვის. ფაფა და სხვა დამატებითი საკვები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ დღის განმავლობაში.
რძის ფორმულის ბრენდის შეცვლა
მხოლოდ ექიმმა უნდა აირჩიოს ბავშვისთვის რძის ფორმულა. ამ საკითხში მშობლებმა არ უნდა გამოიჩინონ ინიციატივა და მით უმეტეს, არ უნდა შეცვალონ ნარევის ბრენდი. ფაქტია, რომ ჯანმრთელი ჩვილებისთვის იმავე ასაკობრივი კატეგორიის ხელოვნურ ნარევებს თითქმის იგივე რეცეპტი აქვს. სხვა მწარმოებლის პროდუქტზე გადასვლამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელშესახები ეფექტი მოგცეთ. რძის ფორმულის შეცვლა აუცილებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აქვს სერიოზული დარღვევები. მაგალითად, როდესაც ბავშვი ხშირი წამოქაფება აქვს.