უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსი ოკუპანტების სამი ბაზა და სამი საბრძოლო საცავი გაანადგურეს, – ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერი სერგეი ბრაჩუკი იუწყება.
მისი თქმით, „ურდოს დემილიტარიზაცია“ გაგრძელდა.
“ბაზები: კახოვკას რაიონი, ნოვაია კახოვკა, გენიჩესკის რაიონი. ხერსონში საბრძოლო მასალების საწყობები: ნოვაია კახოვკაში, გენიჩესკის რაიონში, ბერისლავსკის რაიონში”, – აღნიშნა მან.
ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, დამატებითი ინფორმაცია ზუსტდება.