რამდენიმე დღეა, საქართველოში მაღალი ტემპერატურა აღინიშნება – სინოპტიკოსები მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებას დღეს და ხვალაც ვარაუდობენ.
2022 წლის ზაფხულის პიკი 2 დღის წინ თბილისში +37, ხოლო წყალტუბოში +41 გრადუსი იყო. სინოპტიკოსები მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებას 18 აგვისტომდე ვარაუდობენ, მთიან რეგიონებში კი, მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობი ფაქტორია.
19 აგვისტოდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურის ორი ან სამი გრადუსით კლებაა მოსალოდნელი, თუმცა ცხელი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება