2 წლის თურქმა ბავშვმა, გველს შურისძიების მიზნით უკბინა, – ამის შესახებ თურქული Yeni Şafak-ი წერს.
ბავშვი ქალაქ ბინგოლთან ახლოს, სოფელ კანტარში, საკუთარი სახლის ეზოში თამაშობდა, როცა გველმა უკბინა. ბავშვის ყვირილი მეზობლებმა გაიგეს, ადგილზე მისულებმა კი ნახეს, რომ ბავშვს დაახლოებით 50-სანტიმეტრიანი გველი კბილებით ეჭირა.
ერთ-ერთმა მეზობელმა გველი ადგილზე მოკლა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, კარგადაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
newposts.ge