რატომ ვყვირივართ გაბრაზებისას

ერთ-ერთმა ინდუისტმა წმინდანმა, რომელიც მდინარე განგს აბაზანის მისაღებად სტუმრობდა, ნაპირზე ოჯახის წევრების ჯგუფი შეამჩნია, რომლებიც გაბრაზებულები უყვიროდნენ ერთმანეთს.

ის მიუბრუნდა თავის მოწაფეებს ღიმილით და ჰკითხა:

“რატომ უყვირიან გაბრაზებული ადამიანები ერთმანეთს?”

მოწაფეები ცოტა ხანს ფიქრობდნენ და ამის შემდეგ ერთ-ერთმა თქვა: “ალბათ რადგან სიმშვიდეს ვკარგავთ, ამიტომ ვყვირივართ ხოლმე”.

“მაგრამ, რატომ უნდა იყვირო მაშინ, როცა სხვა ადამიანი პირდაპირ შენს გვერდით დგას? თქვენ ხომ ასევე შეგიძლიათ რბილად უთხრათ მას, რაც უნდა გეთქვათ?“ ჰკითხა მათ წმინდანმა. მოწაფეებმა სხვა პასუხებიც გასცეს, მაგრამ არცერთმა არ დააკმაყოფილა წმინდანი.

ბოლოს წმინდანმა განმარტა:

“როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთზე გაბრაზებულია, მათი გული ძალიან შორდება. ამ მანძილის დასაფარად მათ უნდა იყვირონ, რომ ერთმანეთის მოსმენა შეძლონ. რაც უფრო გაბრაზდებიან ისინი, მით უფრო ძლიერად მოუწევთ ყვირილი ერთმანეთის გასაგონად, რომ დაფარონ ეს დიდი მანძილი.” რა ხდება მაშინ, როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარდება? ისინი კი არ უყვირიან ერთმანეთს, არამედ ჩუმად საუბრობენ, რადგან მათი გულები ძალიან ახლოსაა. მათ შორის მანძილი ან არ არსებობს ან ძალიან მცირეა…“

წმინდანმა განაგრძო:

„რა ხდება, როცა მათ კიდევ უფრო უყვართ ერთმანეთი, ისინი საერთოდ აღარ საუბრობენ და მხოლოდ ჩურჩულებენ, რადგან ისინი კიდევ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს სიყვარულში… სულ ბოლოს, მათ ჩურჩულიც კი არ სჭირდებათ, ისინი მხოლოდ ერთმანეთს უყურებენ და სულ ესაა. ასე ახლოსაა ორი ადამიანი, როცა ერთმანეთი უყვართ.’

ამის მერე მან შეხედა თავის მოწაფეებს და თქვა:

“ასე რომ, როცა კამათობთ, ნუ მისცემთ უფლებას გულებს რომ დაშორდნენ, ნუ იტყვით სიტყვებს, რომლებიც კიდევ უფრო აშორებენ ერთმანეთს, თორემ დადგება დღე, როცა მანძილი იმდენად დიდი იქნება, რომ ვეღარ იპოვით დასაბრუნებელ გზას…”

წყარო: Moksha Peikari (FB)

https://jolo.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share