საქართველოში ელევატორების რაოდენობა 34,7%-ით, დასაქმებულთა რიცხვი კი 33,7%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, წელს 30 ელევატორიდან უმრავლესობაც ქვემო ქართლის (33.3 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 23.3 პროცენტი ფუნქციონირებს თბილისში, 10.0 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 10.0 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 6.7 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 6.7 პროცენტი – კახეთის რეგიონში, 6.7 პროცენტი – გურიის რეგიონში და 3.3 პროცენტი – აჭარის რეგიონში.

ამასთან, 2022 წლის მე-2 კვარტალის განმავლობაში მომსახურება გაეწია 7 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით – 114 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 519 კაცით განისაზღვრა. (2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ელევატორებში სულ 783 ადამიანი იყო დასაქმებული. კლება 33,7%-ია).

საქსტატის ცნობით, 2022 წლის II კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 112.2 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 76.9 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 91.8 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.

2022 წლის II კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 66.1 მლნ. ლარის ღირებულების 106.7 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 48.1 პროცენტი იყო საკუთარი წარმოების.

ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 89.4 პროცენტი.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 44.6 პროცენტს, მაისში – 44.6 პროცენტს, ხოლო ივნისში – 46.6 პროცენტს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share