document.body.remove()
გურიის მოამბე

კაცი, რომელიც 82 წლის მამამ დაჭრა, გარდაიცვალა

გორში კაცი, რომელიც მამამ დაჭრა, გარდაიცვალა. იგი, ამ დრომდე კლინიკა გორმედში მკურნალობდა. 47 წლის გოგიტა მეგრელიშვილს 82 წლის მამამ, ცივი იარაღით 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა. ექიმების შეფასებით, მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

დაჭრაში ბრალდებული მამა დაკავებულია. 2 თებერვალს მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ შვილი მასზე სისტემატიურად ძალადობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights