“თელასსა” და “თელმიკოში” ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია შედის. ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები ნარმანიას უწყების ყურადღების ცენტრში მომხმარებელთა დაუსრულებელი პრეტენზიის შემდეგ აღმოჩნდნენ.
ირკვევა, რომ ხშირ შემთხვევაში, კომუნალური გადასახადების ქვითრებში, რომელიც მოსახლეობამ ახალი წლიდან მიიღო, მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გაცილებით მეტი თანხაა მითითებული.
ხშირია შემთხვევები, როდესაც აბონენტებს გადასახადი იმის მიუხედავად მისდით, რომ ბინები დაკეტილია და ელექტროენერგიით არავინ სარგებლობს.
არაერთი პრეტენზიის მიუხედავად, ხარვეზი მეორე თვეა არ გამოსწორებულა. დენის ტარიფთან ერთად, მოსახლეობას ახლა უკვე ბუნებრივ აირზეც გაზრდილი ფასის გადახდა უწევს და კიდევ 263 დასახელების პროდუქტზე, რომელიც იანვრის თვეში გაძვირდა.