“მოვუწოდებთ რუსეთის არმიის ჯარისკაცებს, შეწყვიტონ სროლა ჩვენს ძმებზე სხვა ქვეყნებიდან, საქართველოდან, სირიიდან და ა.შ.” – ამის შესახებ საუბარია “ეროვნული რესპუბლიკური არმიის” განცხადებაში, რომელმაც წერილობითი მიმართვა ცოტა ხნის წინ გაავრცელა და დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო, პუტინს კი განადგურებით დაემუქრა.
მოვუწოდებთ ყველა რუსს, შემოუერთდეს ჩვენს რიგებს და პუტინის ხელისუფლების მიერ შეურაცხყოფილი სამფერიანი დროშის ნაცვლად რუსეთის ახალი თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშა აღმართოს. მოვუწოდებთ ყველას, ვინც მზადაა ბრძოლისთის, მიბაძოს ჩვენს მაგალითს და დაამხოს ეს არაადამიანური, თვალთმაქცური და ანტისახალხო რეჟიმი!” – წერია განცხადებაში.