რას აკეთებენ თბილისში კადიროვის მრჩეველი და ქეთა თოფურიას ქმარი

საქართველოში იმყოფება ლევ დენგოვი ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის მრჩეველი, მომღერალ ქეთა თოფურიას მეუღლე. თბილისში მისი ყოფნის დამადასტურებელი ფოტო, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ფოტო გუშინწინ, 19 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში გადაიღო, სადაც დენგოვი მუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

მარიამ გეგუჩაძის ინფორმაციით, დენგოვს დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი, ვინაიდან ის რუსეთის მიერ ოკუპიპრებულ აფხაზეთშია ნამყოფი.

ბიზნესმენი ლევ დენგოვი (პაველ გუზბანდი) რუსეთის მიერ შექმნილი ლიბიის საკითხების დარეგულირების საკონტაქტო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. რუსეთის ფედერაციის დავალებით ის ლიბიიდან რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეთა გათავისუფლების საკითხს კურირებდა.

ივლისში გამოცემა ambebi.ge წერდა, რომ ქეთა თოფურია, შვილთან და ქმართან ერთად, საქართველოში კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა დენგოვი ცოლის სამშობლოს სტუმრობს. კომპლექსია გადაღებული.

მომღერალმა ქეთა თოფურიამ ლევ დენგოვზე ქორწინების შესახებ 2020 წლის ნოემბერში განაცხადა, მათ 2021 წლის 21 იანვარს ვაჟიშვილი შეეძინათ.

რადიო თავისუფლება ელოდება დამატებით ინფორმაციას შსს-სგან, მათ შორის იმის შესახებ აქვს თუ არა დარღვეული დენგოვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share