რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაცია მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ კლინიკა გორმედში არ დაადასტურეს. როგორც კლინიკაში აღნიშნეს, მომღერლის მდგომარეობა კრიტიკულია.
თავდაპირველად მომღერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, თემურ წიკლაურის ოჯახის ახლობელმა გაავრცელა და მედია შეიყვანა შეცდომაში.
“გურიის მოამბე” ბოდიშს იხდის თავდაპირველად წყაროზე დაყრდნობით, ასევე სოციალურ ქსელში გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო , რომელშიც, აღნიშნული იყო, რომ თემურ წიკლაური გარდაიცვალა.
სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც “გურიის მოამბემაც” გამოიყენა და რომლის თანახმადაც, მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა, არ დადასტურდა.