საბავშვო ბაღებში სწავლის განახლების თარიღი უცნობია, როგორც ოზურგეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი “გურიის მოამბესთან” აღნიშნავს, ამის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის: ‘ჯერ არაფერი არ ვიცით საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით”-გვითხრა მაკა ჭყონიამ.
ცნობისთვის: კოვიდ პანდემიის გამო, გასული წლის მარტიდან საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი შეწყდა. 2020 წლის სასწავლო პროცესი ოქტომბრიდან განახლდა, მაგრამ მალევე შეაჩერეს. მიმდინარე წლის იანვრის თვეში კი, სწავლის პროცესის განახლებას სრულად გამორიცხავენ.