ქამრიანი სონა – ქართველი ყარაჩოღელი ქალის ისტორია, რომელმაც პირად ცხოვრებაზე უარი თქვა

უხსოვარი დროიდან თბილისის ქუჩებს არაერთი კოლორიტული ფიგურა ახსოვს. მის ქვაფენილიანაღმართ-დაღმართზე ვის აღარ უვლია, ვინ მოთვლის. ზოგი დროსთან ერთად წარსულად იქცა და ისტორიამ მათი წილი ადგილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აღარ დატოვა. ბევრი კოლორიტული ადამიანის ისტორია დაიკარგა. ზოგიერთ მათგანზე კი გადმოცემები, ფოტოები და მწირი ინფორმაცია შემორჩა და უხუცესებსაც ახსოვთ…

 

სწორედ თბილისელი კოლორიტი იყო ყარაჩოღელი ქალბატონი, რომელსაც ზედმეტ სახელს „ქამრიან სონას“ ეძახდნენ.

მის შესახებ მცირე ცნობები ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელსაც „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ.

 

„ქამრიანი სონა ყარაჩოხელი იყო.სამწუხაროდ უცნობია მისი გვარი, ან რომელ სოციალურ წრეს ეკუთვნოდა. ქამრიანი სონა თბილისში დიდი გავლენითა და სახელით სარგებლობდა და ყარაჩოხელების ამქრის თანასწორუფლებიანი წევრი ყოფილა.

 

ქალი იმითაც ყოფილა ცნობილი, რომ ყველაზე უკეთესი არღანი ჰქონია, მაგრამ ვიღაც შურიანს მოუპარავს და მდინარე მტკვარში გადაუგდია. ძვირფასი ნივთის დაკარგვით შეურაცხყოფილ და სასოწარკვეთილ სონას თბილისი დაუტოვებია და ფოთში გადასულა საცხოვრებლად.

 

როგორც ამბობდნენ – თუ თბილისელ ყარაჩოხელებს თავიანთი სინდისის კოდექსი ჰქონდათ – სონას საკუთარი კოდექსიც ჰქონიაო, რომელსაც ყველა ყარაჩოხელი პატივს სცემდაო.

ისედაც გულმოწყალებით ცნობილი ყარაჩოხელებისგან სონა კიდევ უფრო მეტი სათნოებით გამოირჩეოდა, ამიტომაც მისი ხასიათისა და სამოსის ფერის გამო მეტსახელად „მშვიდობის შავ ბაირაღს” ეძახდნენ.

 

თბილისელ სონას სიყმაწვილიდან ჰყვარებია ერთი ვაჟკაცი ყარაჩოხელი, რომელსაც მძიმე სენი შეჰყრია და უდროოდ წასულა იმ ქვეყნად. სონას გარდაცვლილი სატრფოს ქამარი შემოურტყამს წელზე და გამოუცხადებია – ამიერიდან ჩემი ქალობა მოკვდა – ამ ქამრისა და შავი კაბის ქვეშ ვმარხავო.

 

ამის მერე სონას მამისეული არღანი აუღია და ყარაჩოხელთა ამქარს შეერთებია. ამბობენ, ბევრს თვალს უვსებდა, ბევრსაც გულს უკლავდა, მაგრამ ყველამ იცოდა – რომ სონა ქალი კი არა – ყარაჩოხელი იყო და ხვაშიადს ვერავინ უმხელდაო.

 

სონა ქვრივ-ობოლთა დიდი შემწეც ყოფილა, ეტყობა მაინც ვერ ჩაუკვლია გულში ქალობა და დედობრივი გრძნობა. იოსებ გრიშაშვილის ფოტოარქივიდან შემორჩა „ქამრიანი სონას“ ერთადერთი ფოტო. სონა მართლა დადიოდა თბილისის ქუჩებში და არღანს აკვნესებდა მანამდე, ვიდრე მისი გულის დარდების ერთადერთი მესაიდუმლე, ვიღაც ბოროტმა მტკვარს არ მისცაო.

 

მას შემდეგ გაქცეულა სონა ქალაქიდან და დაკარგულა მისი კვალიც, თუმცა ხარფუხსა და მეიდანს ისევ ახსოვს სონას ეშხი. მტკვარი კი ზოგჯერ მისი არღნის ხმით კვნესისო, – უთქვამთ გრიშაშვილისთვის იმდროინდელ ბებერ თბილისელებს.“

“პრაიმტაიმი”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 94
    ოზურგეთი - მდებარეობა ოზურგეთისა – საიდან დაერქვა ოზურგეთს თავისი სახელი? - თედო სახოკია - „მგზავრის წერილები“ (ჟურნალი „მოამბე“ 1897 წელი)თედო სახოკია - „მგზავრის წერილები“ (ჟურნალი „მოამბე“ 1897 წელი) მესამე თავი ოზურგეთი. - მდებარეობა ოზურგეთისა. – საიდან დაერქვა ოზურგეთს თავისი სახელი? -  ჰავა ოზურგეთისა. - სახლები. - ვაჭრობა და ვაჭრები. - ჩაცმულობა იქაურის ვაჭრისა. – „პარასკეობა“. - მეგრელი მწყემსები გურიაში. - ქალაქის ბაღი, მისი წარსული და აწმყო. - ოზურგეთი, როგორც…
    Tags: და, საზოგადოება
  • 93
    EMC ბუკნარში მომხდარ კონფლიქტს აჯამებს და რელიგიის სააგენტოს გაუქმებას ითხოვს"ადამიანიანის უფლებათა ცენტრი" (EMC)  14 და 15 იანვარს სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებზე მათი უშუალო დაკვირვების და ინტერიუების საფუძველზე სახელმწიფოს კონკრეტულ რეკომენდაციებს უზიარებს. ორგანიზაციის განცახადებაში ვკითხულობთ, რომ საჭიროა დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც რელიგიური უმცირესობების მიმართ უფრო თანასწორი გარემოს შექმნას შუწყობს ხელს. ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე, მოუწოდებს ხელუსუფლებას გააძლიეროს რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი…
    Tags: და, საზოგადოება
  • 93
    თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ბრძოლას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგრძელებს – EMC„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წელი გავიდა, თუმცა ეროვნული სამართლებრივი სისტემის შიგნით თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის უმძიმეს და სასტიკ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანი ვერ მიიღწევა,- ამის შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გამოძიების პირველ ეტაპზევე გამოიკვეთა,…
    Tags: და, საზოგადოება
  • 92
    ავტოკრატიის მიმართ ხალხმა გამოიმუშავა იმუნიტეტი – ბიძინა ივანიშვილიჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისათვის, სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენმა ხალხმა, ისტორიულად ძალზე ხანმოკლე პერიოდში, უნიკალური  გამოცდილება და უნარები შეიძინა”,-  ნათქვამია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილში. ბიძინა ივანიშვილის თქმით,  პოლიტიკური ლიდერების მიმართ მიამიტურად და ბრმად ნდობის პრაქტიკაც საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს და  ამიერიდან, ნებისმიერი ხელისუფლება…
    Tags: და, საზოგადოება