პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის დღევანდელ ქადაგებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ამის გამო აუცილებლად დაისჯება.
მისივე თქმით, ის საკუთარი სიტყვებით მრევლს ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ აქეზებს.
„იმ ევროკავშირში როცა შევა ქვეყანა, აი ამ ტიპის მოძღვრების, აი ამ ტიპის განცხადებები, პირდაპირ გეტყვით, დასჯადია. სასულიერო პირისგან ველოდები შემწყნარებლობას და ჩვენ სისტემატიურად ვხედავთ რომ ეს განცხადება განსაკუთრებით მუქარის შემცველი იყო. იაკობი და მანტიამოგდებული „მავანნი“ თავს ჭრიან ეკლესიას“, – ამბობს “ტვ პირველის” ცნობით, თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის, დღეს მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ “უკრაინელმა დეპუტატმა დავით არახამიამ ომის დროს მილიარდები იშოვა და ჭორიკანა დედაკაცივით საქართველოს საქმეებში ერევა”.