საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ დაადო ვეტო მოსმენების კანონს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ჯერ კიდევ ქვეყანაში, სადაც ყველანი, სადმე რომ შევდივართ და რამის საუბარი გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვო თუ გავიტანო და მერე ვძლევთ ამას და ვამბობთ, რომ ჯანდაბა, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ რასაც უნდათ. ეს არ არის ევროპული ცხოვრება, ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცულობა, ეს არის სხვა სისტემა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ” – ამბობს ზურაბიშვილი.