ოზურგეთში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე, პატიმრობაში მყოფი, ქვეყნის ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი ბანერები მოიპარეს.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ქურდობა დღეს, ადრე დილით მოხდა.
გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი ბანერები მოიპარეს.