ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში წყლის სისტემის მოწყობაზე 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების სასმელი წყლის სისტემის მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი მოიცავს: ზემო და ქვემო ნატანებში სასმელ-საყოფაცხოვრებო და სამეურნეო წყალმომარაგების მიზნით ჭაბურღილების მოწყობას, წყალშემკრები ავზის, ტუმბოაგრეგატის, დამწნეხი მაგისტრალური მილსადენის, დაქლორვის სიტემის, რეზერვუარების და შიდა ქსელის მონტაჟს.

სასმელის წყლით უზრუნველყოფილი 730 ოჯახი იქნება. ტენდერი გამოცხადდა 2020 წლის 22 ოქტომბერს. დასრულების ვადაა მიმდინარე წლის 17 ნოემბერი .

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share