„დაიწუნა ჩემი ულვაში“ – ვინ დაუწუნა რომან გოცირიძეს ულვაშები

„დაიწუნა ჩემი ულვაში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დეპუტატ ზაალ მიქელაძის შესახებ საუბრობს.

გოცირიძის თქმით, ამ დრომდე ამ დეპუტატის შესახებ აქამდე არაფერი სმენია.

„ეს კაცი დეპუტატი ყოფილა, ვინმე ზაალ მიქელაძე, რომლისთვისაც ამ ორი წლის განმავლობაში არც თვალი მომიკრავს და არც ყური. კუს ამბავისა არ იყოს, მანაც ფეხი გამოყო და ჩემს მიერ ბებიის დღის შემოღებაზე დაწერილ დამცინავ პოსტს, რომელიც საბოლოოდ მაინც არ იქნა მიღებული ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში, დიდი წერილით გამოეხმაურა. შესავალში დაიწუნა ჩემი ულვაში და ყველა ულვაშიანი,  მერე კი ძალიან ვრცელი არგუმენტი მოიყვანა, თუ რატომ არ მოხდა ამ დღის დაწესება. მოკლე შინაარსი ასეთია-ძალიან კარგია ამ დღის დაწესება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ბებია ვიღაცის დედაა და რადგან დედის დღე უკვე არსებობს, ბების დღე დედის დღის გამეორება გამოდისო.

 

ქვემოთ გთავაზობთ ერთ პატარა ნაწყვეტს ამ კაცის წერილიდან. დარწმუნებული ვარ, ისიამოვნებთ ლოგიკური აზროვნების სიღრმით და სტილის დახვეწილობით.

ისე, ამ კაცს რატომღაც ჰგონია, რომ ყველა ბებია სოფელში ცხოვრობს. მოკლედ, აჰა, ისიამოვნეთ და გაიღიმეთ( ან ჩაიღიმეთ)“, – წერს რომან გოცირიძე და დეპუტატის წერილს ავრცელებს.

“…რა თქმა უნდა, ზოგადად მისასალმებელია ნებისმიერი მსგავსი საზეიმო განწყობის შექმნა კონკრეტული ჯგუფისთვის. განემარტა რომ ბებია ვიღაციის დედაა და აქედან გამომდიბარე, დედის დღე ამ ქვეყანას აქვს, გამოსასვლელი დღის სახით. ჩემი თხოვნა იყო, თუ ზოგადად სამოქალაქო აქტივისტები ამ თვალსაზრისით რაღაც დღეს გაითვალისწინებენ, ის არ იყოს კონკრეტული დღე რიცხვით, არამედ იყოს თუნდაც შაბათი დღე, იმიტომ რომ თუ ბებიის პატივისცემა უნდა ადამიანს რაღაც დღე უნდა იყოს გამოსასვლელი უკვე არსებული, რომ იმ დღეს ვთქვათ ქალქის დატოვოს, წავიდეს სოფლეში და ბებიას მოეფეროს. იმიტომ რომ სამუშაო დღეს ეს იქნება შეუძლებელი. თუმცა ზოგადად უარი ეთქვა ამ ინიციატივას, აქედან გამომდინარე, მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რატომ იქნა ეს საკითხი განხილული.”- წერს რომან გოცირიძეს ზაალ მიქელაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share