ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი საქართველოს პარლამენტს ჩართვოდა – პაპუაშვილი

პრეზიდენტს ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი პარლამენტს ჩართვოდა – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას:

“მთელი საკითხი იმაშია, რომ მგონი, ყველას დაავიწყდა, პრეზიდენტს ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი პარლამენტს ჩართვოდა. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა გახლდათ. ასე რომ, მე არ ვიცი საერთოდ ეს საკითხი საიდან დადგა, ვინაიდან არ ყოფილა არცერთი მომენტი, როდესაც მას ასეთი სურვილი ჰქონდა გამოთქმული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 2 ივნისს ტელეკომპანია “პალიტრასთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share