ცნობილი ოზურგეთელი ფეხბურთელი და მწვრთნელი იური ჩხაიძე დღეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ქალაქ ოზურგეთში, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იური ჩხაიძე წლების განმავლობაში თამაშობდა ქუთაისის “ტორპედოში” – 1962-69 წლებში, მაშინ როცა ეს უკანასკნელი საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა.
ის ასევე მოგვიანებით იცავდა ოზურგეთის “მერცხალის” ღირსებას და რამდენჯერმე, სხვადასხვა წლებში, წვრთნიდა მას.
იური ჩხაიძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
რედაქცია გამოთქვამს მწუხარებას ცნობილი ოზურგეთელი ფეხბურთელის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.