რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს „შეცდომით“ პრემიერ-მინისტრი უწოდა. შემთხვევა უზბეკეთში მოხდა.
ორი ქვეყნის ლიდერმა მოლაპარაკებები სამარყანდში გამართეს, სადაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი მიმდინარეობდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და 40 წუთს გაგრძელდა.