რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ დაგმო დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, არ მოიწვიოს რუსი ოფიციალური პირები დედოფლის დაკრძალვაზე.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიტანეთის მცდელობას, ეროვნული ტრაგედია, რომელმაც მილიონობით ადამიანის გული მთელ მსოფლიოში, გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს ჩვენს ქვეყანასთან ანგარიშსწორების მიზნით… ღრმად ამორალურია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
დიპლომატიური ურთიერთობები დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის დაინგრა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპიკერმა უკვე განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი “არ განიხილავს” დაკრძალვაზე დასწრებას. მანამდე პუტინმა დედოფლის გარდაცვალების გამო, დიდ ბრიტანეთში სამძიმრის წერილიც გაგზავნა.
ასევე არ არიან მოწვეული წარმომადგენლები: სირიიდან, ვენესუელიდან, ავღანეთიდან, ბელარუსიდან და მიანმარიდან.
შეგახსენებთ, რომ დედოფალ ელისაბედ II-ს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.