საქართველოში უკრაინელი ტელეწამყვანი, რომან დრიბნოი არ შემოუშვეს. ინფორმაციას ჟურნალისტი INSTAGRAM-ზე თავად ავრცელებს. როგორც დრიბნოი ყვება, მას აეროპორტში საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს და განმარეტებების გარეშე უკან გააბრუნეს.
“თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედი, წავედი პასპორტის კონტროლზე და იქ იდგა ვიღაც ბიჭი, რომელიც ანაწილებდა ხალხს ჯიხურებთან. უკრაინის პასპორტი რომ დაინახა, მითხრა, თქვენ აი იქით პირდაპირ უნდა წახვიდეთო. იქ იდგნენ პოლიციელები და გამესაუბრნენ, როგორც წესია ყველა შეკითხვა დამისვეს. ჩვენ გვაქვს უფლება მიზეზი არ გავახმოვანოთ, ფურცელზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციასო, იმავე თვითმფრინავში ჩამსვეს და ვარშავაში გამომიშვეს. თვითმფრინავში ასვლისას დავხედე პასპორტს და ფურცელს, სადაც მიზეზებში ეწერა “სხვა მიზეზები”.
პარალელურად რუსეთის მოქალაქეებს ატრებდნენ. დაკითხვას უწყობდნენ მაგრამ მაინც უშვებდნენ. სამწუხაროა, რომ არებობენ ქვეყნები, ზუსტად რომ ვთქვათ მთავრობები, როგორც წყეული რუსეთი. ხალხი, რა თქმა უნდა, ჩვენს მხარესაა!”- ამბობს ჟურნალისტი.
უკრაინელი ჟურნალისტი 25 სექტემბერს დაგეგმილი საქველმოქმედო გამოფენის წამყვანი უნდა ყოფილიყო. ის დედა სიდონიას მოწვევით ჩამოვიდა. დედა სიდონია TV პირველთან ამბობს, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ შემოუშვეს რომან დრიბნოი.
“ყველაფერს ველოდი ამის გარდა. 25 სექტემბერს უნდ აიყოს ჩვენი ერთობლივი საქველმოქმედო გამოფენა უკრაინის დასახმარებლად, რომელშიც უნდა ყოფილიყო კონკრეტული ადამიანის ფოტოებიც. მას ჰქონდა საშვი უკრაინის მხრიდან. უკრაინულმა მხარემ უპრობლემოდ მას ნება დართო ამ გამოფენისთვის ჩამოსულიყო და თბილისის აეროპორტში მიზეზიც არ უთხრეს თუ რატომ არ შემოუშვეს”.- ამბობს დედა სიდონია.