ამინდი იცვლება – მოსალოდნელია შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ამინდი 19 სექტემბერს გაუარესდება, რა დროსაც მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

ამასთან, მათივე ცნობით, ტემპერატურა 8-10 გრადუსით დაიკლებს.

„დღეს, 18 სექტემბერს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 36 გრადუსს მიაღწიოს. გვიან საღამოდან მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 19 სექტემბერს გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა 8-10 გრადუსით დაიკლებს. ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share