”ადრეულ ასაკში მივხვდი და მიხარია, რომ მივხვდი – ორადორი რეალური უბედურება არსებობს, ეს არის ნაადრევი სიკვდილი და ავადმყოფობა. მეტი არაფერი არ არის, რამაც შეიძლება შეგაწუხოს. და მთავარია, რომ საკუთარ თავთან არ გრცხვენოდეს იმისა, რასაც ამბობ და აკეთებ – ეს ავადმყოფურად მაქვს. პრინციპში, დანარჩენი არის ლიტერატურა და აქედან გამომდინარე, არც სანერვიულო არ არის.”
ასე უპასუხა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა POSTV-ის გადაცემაში კითხვას, თუ როგორ ახერხებს მუდმივად სიმშვიდის შენარჩუნებას.