“ბადრი ესებუა რომ დღემდე არ დაუკავებიათ, მაგის შედეგი(და არა მხოლოდ)! – კრიმინალი მეფობს ამ ქვეყანაში!”-ინგა გრიგოლია

ბადრი ესებუა რომ დღემდე არ დაუკავებიათ, მაგის შედეგი(და არა მხოლოდ)!!! – კრიმინალი მეფობს ამ ქვეყანაში! – ამის შესახებ ტვ “პირველის” ერთერთი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომელიც ეხმაურება ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე განცორცილებულ თავდასხმას.

“ეს არის კოშმარი. ბადრი ესებუა რომ დღემდე არ დაუკავებიათ, მაგის შედეგი(და არა მხოლოდ)!!! და როცა კითხვას ვსვამთ ესებუაზე, რომ გვეღლიცინებიან კიდევ ისინი,ვისი პასუხისმგებლობაცაა მისი დაკავება! ლამის ყოველ კვირა რომ ქუჩაში ჩაცხრილვების და ანგარიშსწორების მოწმენი ვართ და ისე ვატარებთ,ვითომ ჩვეულებრივი ამბავია! ახლა მხოლოდ მძევლად აყვანილ ადამიანებზე მეფიქრება (( გონება ვერ ეწევა, რას განიცდიან ამ დროს ეს ადამიანები😪!კრიმინალი მეფობს ამ ქვეყანაში!” წერს ინგა გრიგოლია.

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share