“ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკას, რომელსაც შეიძლება მშვიდობის პოლიტიკა დავარქვათ. რა თქმა უნდა, ეს მშვიდობა ეროვნული თავმოყვარეობის ხარჯზე არ უნდა გადიოდეს, მაგრამ მეორე მხრივ, ამაში ის ადამიანები გვედავებიან, რომლებიც არათუ რეგიონის და საქართველოს მშვიდობაზე ფიქრობენ, არამედ ყველაფერს აკეთებდნენ, გააკეთეს და დღესაც აკეთებენ იმისთვის, რომ იყოს ომის პროპაგანდა, სიტუაცია რაც შეიძლება დაიძაბოს.
[…] ოკუპაციას ოკუპაცია ეწოდება და ჩვენ ამას არასდროს მოვრიდებივართ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაფერია ჩაწერილი [რეზოლუციაში] ისე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია საჭირო. მოცემული შემთხვევა ეხება კონკრეტულ საკითხს და ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციაში ყველაფერი წერია, რაც უნდა ეწეროს.
შეგვიძლია ნაცმოძრაობას თავისუფლად დავარქვათ ომის პარტია, ამ ადამიანებმა ვერ უზრუნველყვეს ომის თავიდან აცილება, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ. შემდეგ მათი რეზოლუციებიც კარგად გვახსოვს, რომელშიც საქართველოს და ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება. შემდეგ 10 წელი მალავდნენ ამ ამბავს და ახლა აქეთ ატრიალებენ თემას”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე, რომელშიც მმართველმა გუნდმა რუსეთი არ ახსენა