საქართველოს პრეზიდენტი ფეისბუქით განმარტავს უიესტმინსტერის სააბატოში, დიდი ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვის ცერემონიაზე გადაღებული ფოტოს ისტორიას, რომელსაც სოციალურ ქსელში განხილვა და კრიტიკა მოჰყვა:
“სხვა ყველა შემთხვევაში დროს არ დავკარგავდი და ჩემს სურათზე გაკეთებულ კომენტარებს არც ყურადღებას მივაქცევდი და არც რამე რეაქციას მივცემდი, მაგრამ ჩემ გამო, არ მინდა ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი ფოტოგრაფი გია აბდალაძე გააკრიტიკონ.
Westminster Abbey-ში ძალიან მკაცრად იყო აკრაძლული ფოტოგრაფების შემოშვება. ეს სურათი, ცერემონიის დასრულების შემდეგ, ექსპრონტად, სხვისი გადაღებულია. გიას ჩვეულებრივად უნაკლო სურათები (ფოტოგრაფიულ ხარისხზე ვსაუბრობ და არა ჩემზე😜) მოგვიანებით დაიდო.
ისე კი მიკვირს ასეთი ჩემდამი და ჩემს ჩაცმულობაზე უზომო ინტერესი …” წერს სალომე ზურაბიშვილი.