გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია, ხოლო მძევლები თავისუფლები არიან.
ცოტა ხნის წინ, ადგილზე სროლის ხმა იყო.
შსს-ს ჯერჯერობით კომენატრი არ გაუკეთებია.
საპატრულო პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიის ნაწილის გახსნა დაიწყო.
შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში, დაახლოებით დილის 11 საათისთვის შეიჭრა და 12 პირი მძევლად აიყვანა. ის 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, ანკესსა და რუსეთის დროშას ითხოვდა.