სამხედრო საკითხებში ანალიტიკოსი, ნიკო მიქაია სოციალურ ქსელში ეხმაურება „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალზე თავდასხმას.
„დღევანდელი დღის დასკვნა არის ის, რომ ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს!
ამ ქვეყანაში არავინ არის დაცული! ხვალ შეიძლება ნებისმიერი ჩვენთაგანი დადგეს იგივე საფრთხის წინაშე და უბრალოდ ღია ფანჯარასთან მოსულმა პოლიციელმა საფრთხის ქვეშ დააყენოს თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა!
აი ეს იცის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ესებუაზე ღლიცინმა! აი ეს შედეგი მოაქვს პროფესიონალი პოლიციელების სისტემიდან გაქცევას! აი აქამდე მივყავართ შ.ს.ს-ს პროფესიონალი თანამშრომლების იძულებამ გაიქცნენ ამერიკაში! აი აქამდე მივყავართ პოლიციის პოლიტიზებას და მხოლოდ აქტივისტების დევნისთვის და საარჩევნო ხმებისთვის გამოყენებამ!
გამძლეობას ვუსურვებ თითოეულ მძევალს და იმედია ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება!“ – წერს ნიკო მიქია.