Fitch-ის შეფასებით, რუსეთის სუვერენული დეფოლტი „გარდაუვალია“

სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა რუსეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „B“-დან „C“ დონემდე შეამცირა.

„C” რეიტინგი ასახავს Fitch-ის შეხედულებას, რომ სუვერენული დეფოლტი გარდაუვალია”, – ნათქვამია სარეიტინგო სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, სანქციებმა და სავაჭრო შეზღუდვებმა რუსეთის ფინანსურ ბაზრებზე არეულობა შექმნა და ვალის გადახდაზე მის შესაძლებლობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share