იმ ტურისტებს, რომლებსაც უნდათ ჩვენს ქვეყანაში ფული დახარჯონ, დაისვენონ და ა.შ, მივიღებთ – ზარქუა რუსებზე

“ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარია, ლამაზია, რომ რიგები დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლისგან იქ დგას და ჩვენ შესაბამისად, კანონის შესაბამისად ჩვენი ძალოვანი სამსახურები ფილტრავენ, ის ვინც არის მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის უკან მიაბრუნებენ, როგორც აქამდე აბრუნებდნენ. რაც შეეხება მცდელობას, რომ თითქოს მობილიზაცია გამოცხადდა იმიტომ, რომ ბოლო დღეებს ითვლის სავარაუდოდ პუტინის რეჟიმი და ახლა არ არის ასე მეგობრებო, იმიტომ რომ თუ არ ვცდები იქ თვითონ აქვთ ჩაკეტილი და ჩვენ, იმ ტურისტებს, რომლებსაც უნდათ ჩვენს ქვეყანაში ფული დახარჯონ, დაისვენონ და ა.შ, ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნიდან, მივიღებთ”

ამბობს “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა,  საქართველოში მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეებზე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share